Categories
სტატიები

კატატე დორი კოკიუ ნაგე

წყარო: https://aikidotakemusu.org/katate-dori-kokyu-nage-2/

კოკიუ ნაგეს ამ ფორმაში უკეს თავისი ხელი შიჰო ნაგეს მაგვარად აქვს ჩახვეული, მაშინ როცა მას, როგორც ირიმი ნაგეთი, ისე აგდებენ.

ამ ორი მოძრაობის კომბინაცია იმდენადაა შესაძლებელი, რამდენად ღრმად შედის ტორის მხარი უკეს იღლიაში, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ უკანასკნელის ხელის შენარჩუნება ასეთ ჩახვეულ მდგომარეობაში.

ხელის უკეთესი კონტროლისათვის ასევე აუცილებელია უკეს ხელის მტევნის ‘მჭრელ’ მხარეში ჩავლება იმ მომენტში, როდესაც იგი მიწისკენ ჩაგვყავს.

უკეს ხელი მის ზურგს უკან სპირალური მოძრაობით უნდა გადავიდეს. არავითარი წრფივი მოძრაობა არ არის შესაძლებელი.

ეს კოკიუ ნაგე სხვა არაფერია, თუ არა ირიმი ნაგე, შესრულებული მოწინააღმდეგეზე, რომლის ხელიც ჩახვეულია ზურგსუკან და ეს ვარდნას კიდევ უფრო უხეშს ხდის. გასაგებია, რომ ამ სავარჯიშოს საბრძოლო ფორმა, რომელიც მოწინააღმდეგის ნიკაპზე აპერკოტის დარტყმაში მდგომარეობს და მიჰყვება კისერს ძირს ვარდნამდე, ამით მხოლოდ უფრო სახიფათო ხდება. ეს აკრძალული უნდა იყოს ვარჯიშის დროს.

ფილიპ ვოარინო, ოქტომბერი 2019.

Categories
სტატიები

უშირო რიოტე დორი კოკიუ ნაგე

სტატიის დედანი http:// https://aikidotakemusu.org/ushiro-ryote-dori-kokyu-nage-saito/

დიდი სიზუსტის მოძრაობა, რომელიც ხელების თავს ზევით აწევასა და შომენით ჭრაში მდგომარეობს.

მინდა, აქ ორ პუნქტს მივაქციოთ ყურადღება.

პირველი ის გახლავთ, რომ საიტო სენსეი არ მიიწევს წინისკენ იმისათვის, რომ უკე გდებაზე წაიყვანოს თავისი პოზიციის შეწირვის ხარჯზე. ის იქვე ამთავრებს მოძრაობას, სადაც იწყებს. მენჯი იძლევა იმპულსს წინისაკენ, შემდეგ კი ბრუნვითი ფორმით ბრუნდება უკან, რაც ქმნის სიცარიელეს, სადაც გადაეშვება უკე. ამ დროს დგომი ძალიან დიდ მდგრადობას ინარჩუნებს.

მეორე საიტო სენსეის ტერფების პოზიციაა გდების მომენტში: ისინი არაა სანკაკუში (ჰანმი), ისინი შიკაკუშია, კო-ტაის კვადრატული ფორმაში, რომელიც ზუსტადაც აუცილებელია დგომის სიმყარისთვის. კო, ციხე-სიმაგრის ოთხკუთხა გალავანია და სტატიკურ ძლიერებას, გდებისთვის აუცილებელ ღერძს წარმოადგენს.

ჰანმი, სამკუთხედი, ტერფების საწყისი პოზიციაა, რომელიც ექვსი მიმართულებით მოძრაობის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ უკეს გდების მომენტში მოძრაობა არ არის საჭირო, საჭიროა ჩაეფლო მიწაში, როგორც ხე უშვებს ფესვებს მიწის სიღრმეში. ამას კენკა გოში ეწოდება. ეს, რასაკვირველია, წამის მეასედით ხდება, რათა მაშინვე დავუბრუნდეთ ჰანმის დგომის მობილურობას.

ცხოვრება მოძრაობაა, ის არ გახლავთ მონოლითური, ის საპირისპიროთა მუდმივი ჰარმონიაა, ცხელის და ცივის, მშრალის და სველის, ის ამათ შორის წონასწორობაა. ასევეა სხეული აიკიდოს მოძრაობისას, რომელიც გამუდმებით გადადის ჰანმიდან ჰიტო ე მიში და იქიდან კენკა გოშის დგომში, რათა მერე კვლავ ჰანმის დაუბრუნდეს. ეს ერთისა და იმავეს მარადიული დაბრუნებაა.

ფილიპ ვოარინო, სექტემბერი 2019.