ვიდეოში ნაჩვენები ეს კოკიუ ნაგე შედეგია კატატე დორიდან შესრულებული ტაი ნო ჰენკასი, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ატემი ნიკაპში.

კოკიუ ნაგე, რომელიც ნაჩვენებია ვიდეოში, შედეგია კატატე დორიდან შესრულებული ტაი ნო ჰენკასი, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ატემი ნიკაპში.
ქვევიდან ზევით წამოსული ეს დარტყმა იგივეა, რასაც ინგლისურ კრივში აპერკოტს უძახიან, თუმცა აიკიდოში ვურტყამთ არა მუშტს, არამედ გაშლილი ხელის გულის ქვედა ნაწილს, რომელიც წინამხარის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ამგვარად წინამხარი დაჯახების მომენტში არაა ისე, რომ ხელის გული ზევით იყურებოდეს, ის ბუნებრივ პოზიციაშია – ხელის გული მიმართულია ქვვით და ამას თავისი შედეგი მოაქვს ძალების გადაცემის საქმეში. ხელების ეს დამახასიათებელი პოზიცია იგივეა, რაც კოკიუ ჰოს დროაა, იდაყვები სხეულთან:

იმისათვის, რომ სავარჯიშო შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია, რომ უკე ტაი ნო ჰენკათი ავამოძრაოთ. ტორის ბრუნვას ის ეფექტი უნდა ჰქონდეს, რომ უკე – თავისივე სურვილის ტყვეობაში მყოფი, რომ ეჭიროს – წამოვიყვანოთ და გავტყორცნოთ წრის ხაზზევე წინ და დარტყმის მიმართულებით:


ასეთ დროს უკეს კინეტიკური ენერგია საპირისპირო მხრიდან მომავალი ტორის როტატიულ ენერგიას ხვდება. დარტყმის ძალა ამ ორი ძალის ჯამია, ზუსტად ისევე, როგორც ფრონტალური დაჯახებისას ორი ავტომანქანის სიჩქარეების ჯამი:

ფილიპ ვოარინო
3 ივლისი, 2022 წელი