Categories
სტატიები

ჯო დორი – კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეში

ეს ჯო დორი ჰაჩი ნო ჯი გაეშის სკრუპულოზური შესრულებაა, ოღონდ აქ უჩის ჯოს ბოლოზე ხელის ჩავლებით კეთდება.

კარგი ცოდნა და შესრულება სუბურისა, რომელსაც სახელად კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეში ჰქვია, არსებითია ამ მოძრაობის გაგებისა და კარგი შესრულებისათვის.

ეს ჯო დორი ჰაჩი ნო ჯი გაეშის სკრუპულოზური შესრულებაა, ოღონდ აქ უჩის ჯოს ბოლოზე ხელის ჩავლებით კეთდება. ამიტომაც გდება არ უნდა მივიჩნიოთ რაიმე განსაკუთრებულ ტექნიკად, ეს შედეგია ჰაჩი ნო ჯი გაეშის დარტყმისა, როდესაც ის ზუსტად სრულდება:

საიტო სენსეის სწავლების მეთოდში ეს ჯო დორი სწორ ხაზზე სრულდება, ამიტომაც გდებისას უჩის ვუშვებთ იმ მხარეს, საიდანაც ის თავად მოდის. ამგვარი პრაქტიკა სასარგებლოა, იმიტომ რომ თავიდან გვაცილებს ჯვარედინ გდებებს, საშუალებას გვაძლევს უვნებელი გავხადოთ ვარჯიში და ავირიდოთ დაჯახებისაგან გამოწვეული უბედური შემთხვევები.

მაგრამ სავარჯიშო თეორიულად რჩება, როდესაც მას ამგვარად ვასრულებთ, რადგან დარტყმის მომენტში უჩი ჯო ძლიერი და მდგრადია წინა ფეხის ღერძზე და შეუძლებელია მისთვის წონასწორობის დაკარგვინება ამ მიმართულებით:

ჰანმის დგომში ადამიანმა ორ მხარეს – გვერდით – შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და ამ ილეთის შემთხვევაში ეს მისგან მარცხენა მხარეს ხდება:

სწორედ ამიტომ არ უნდა შევაჩეროთ ირიმი-ტენკანი შუა გზაში ამ მოძრაობის შესრულებისას, როგორც ეს მეთოდის დროს ხდება, არამედ პირიქით, ის უნდა შევასრულოთ ბოლომდე, ისე, როგორც უნდა შესრულდეს სინამდვილეში. ამ ტრიალს ნაგეს სხეული საწყისი დგომიდან 270°-ზე მიჰყავს (როგორც შიჰო ნაგეს, კაიტენ ნაგეს, კოტე გაეშის და ა. შ. დროს.):

როგორც ყოველთვის, ახლაც მივაქციოთ ყურადღება, რომ სრული ბრუნვა, გარდა იმისა, რომ უჩისათვის წონასწორობის დაკარგვინებისთვისაა საჭირო, ასევე აუცილებელია ნაგესათვის, რათა ის თავდამსხმელთა წრეში შეიჭრას, თუკი შეტევა ჯგუფურია (ყოველი შეტევისას კი უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჯგუფური შეტევის დროს ვიქცევით, მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ ერთია). ასე ორი სხვადასხვა პრობლემა იჭრება ერთი მოქმედებით. ტექნიკის ეფექტურობა, ისევე როგორც ნაგეს უსაფრთხოება შეუძლებელი ხდება, თუ ის არ შეიჭრება შემტევთა ჯგუფს შორის თავად ამ ტექნიკის შესრულების პროცესში.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-katate-hachi-no-ji-gaeshi/